Monday, May 17, 2010

კომპიუტერი

კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს — რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.

კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.

კომპიუტერი რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს. საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის იყო და ასეთი კომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიერო გამოთვლებისთვის; მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირე კომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათ პორტაბელურ ექვივალენტს კი ნოუტბუკ კომპიუტერებს (ან ლეპტოპს პოპულარულ ხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, არა-ექსპერტთა უმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს“. თუმცა, კომპიუტერის ყველაზე გავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია. თვითმფრინავებიდან დაწყებული მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებული ყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული კომპიუტერით იმართება.




პირველი კომპიუტერი ENIAC

Electronic Numerical Integrator And Computer ხოლო შემოკლებით ENIAC
იყო პირველი მთავარი დანიშნულების ელექტრონული კომპიუტერი. ის იყო პირველი ციფრული კომპიუტერი რომელსაც შეეძლო გადაეჭრა უმეტესი საგამოთვლო პრობლემები. ENIAC შექმნეს ამერიკული არტილერიისთვის და ბალისტიკური ლაბორატორიისთვის, ის პირველად გამოყენებული იქნა წყალბადის ბომბის გამოსათვლელად. პირველად ფართო საზოგადოებამ ENIAC შესახებ 1946 წელს შეიტყო. მას გაზეთში მოიხსენიებდნენ გოლიათ ტვინად. ის გამორჩეული იყო სიჩქარით. მისი სიჩქარე 1000–ჯერ უფრო ძლიერი იყო ვიდრე ელექტრო-მექანიკური მანქანები.

თაგვი

კომპიუტერთან მუშაობისას ყველა იყენებს თაგვს, ე.წ. მაუსს. თუ ის კარგად ფუნქციონირებს, მის არსებობას ვერც კი ვგრძნობთ და ალბათ არც ის მოგვდის თავში აზრად, ამ პატარა რაღაცის შექმნასაც რომ თავისი ისტორია აქვს. მის გამოგონების შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, ხოლო ის, თუ ბოლო 46 წლის განმავლობაში, ანუ მისი თავდაპირველი სახის გამოშვებიდან დღემდე, რამდენი თაგვი იქნა წარმოებული, საერთოდ უცნობია.

ამ სფეროში მოღვაწეთა ერთი ნაწილის მტკიცებით, კომპიუტერის თაგვი ქსეროქსის ლაბორატორიაში შექმნეს. მეორენი კი ირწმუნებიან, რომ ის კომპანია “ეფლის” შეკვეთით დამზადდა.

სინამდვილეში თაგვი, იგივე X და Y პოზ

იციის ინდიკატორი, ანუ თაგვის ფორმის მანიპულატორი, 1964 წელს შეიქმნა. მაუსი სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელმა, დუგლას კარლ ენგელბარტმა გამოიგონა. ე

ნგელბარტი წლების განმავლობაში ოპერაციული სისტემის – “ონ ლაინ სისტემის” – შექმნაზე მუშაობდა. მუშაობის პროცესში გაჩნდა “ფანჯრული” ინტერფეისის შექმნის იდეა, ხოლო თაგვი გაკეთდა, როგორც შესაძლო მანიპულატორი ფ

ანჯრებთან მუშაობისას. რეალურად ამ მა

ნიპულატორის შექმნის იდეა 1963 წელს გაჩნდა, ხოლო 1964 წელს პირველი მოქმედი პროტოტიპი დაამზადეს.

პირველი კომპიუტერული თაგვი ხელით დამზადებული ხის კოლოფი იყო, რომლის შიგნით ორი პერპენდიკულარული ბორბალი და ღილაკი იყო მოთავსებული. თაგვის მოძრაობისას ბორბალი მაგიდაზე გადაადგილდებოდა და მოწყობილობის მოძრაობის მიმართულების და სიდიდის განსაზღვრის საშუალებას იძლეოდა. ეს მონაცემები ეკრანზე კურსორის მოძრაობას ემთხვეოდა.

1968 წლის 9 დეკემბერს პირველად გაიმართა “ონ ლაინ

სისტე

მის” და მასთან ერთად თაგვის პროტოტიპის დემონსტრირებაც. 1970 წელს კი ენგელბარტმა პატენტი მიიღო “დისპლეის სისტემის ჩ და ნ კოორდინატორის ინდიკატორზე”.

ენგელბარტი მანიპულატორის შექმნაზე მარტო არ მუშაობდა, მან მხოლოდ გამოიგონა თაგვი, იდეა კი პრაქტიკულად მისმა მოსწავლემ, ბილ ინგლიშმა განახორციელა.

მოგვიანებით ჯეფ რალიფსონმა არსებითად გააუმჯ

ობეს

ა თაგვის კონსტრუქცია და მისთვის პროგრამული უზრუნველყოფაც შეიმუშავა. შემდგომი ნაბიჯი 1972 წელს გადაიდგა. გაუმჯობესებული თაგვი ბილ ინგლიშმა შექმნა, რომელიც ენგელბარტის ლაბორატორიიდან კვლევით ცენტრში გადავიდა სამუშაოდ. ამჯერად კორპუსის დიზაინი თანამედროვე მაუსისას დაემსგავსა.

მე-20 საუკუნის 80–იან წლებამდე თაგვი ეგზოტიკურ მოწყობილობად რჩებოდა. 1983 წელს არსებობდა თაგვის სხვადასხვა მოდელ

ის მწარმოებელი და გამყიდველი 10–მდე კომპანია. მაუსი საკმაოდ ძვირი ღირდა. მაგალითად, კომპანია “ზე

მაუს ჰაუზის” თაგვები 400 დოლარამდე ღირდა (პლუს 300 დოლარი თაგვის შესაერთებლისათვის). სიძვირეს თაგვის რთული მექანიკური მოწყობილობა განაპირობებდა.

1970 წელს კომპანია “ეფლმა” შექმნა პერსონალური კომ

პიუტერი “მაკინტოში”. მისთვის სტივ ჯობმა 20–30 დოლარამდე თვითღირებულების მაუსები შეუკვეთა. შედეგად თაგვი დაიხვეწა და თანამედროვე სახე მიიღო. კომპიუტერულმა

თაგვმა პოპულარობა სწორედ “ეფლ მაკინტოშის” კომპიუტერების მეშვეობით მოიხვეჭა.

რაც შეეხება ამ მოწყობილობის სახელწოდებას, ენგელბარტი მუდამ აღნიშნავდა: “არ ვიცი, რატომ შევარჩიეთ სახელწოდებად თაგვი. ეს უეცრად მოხდა და ახლა მისი შეცვლა აღარ შეგვიძლია”. 1968 წელს ენგელბარტმა თავისი გამოგონ

ების

თვის 10.000 დოლარი მიიღო. 2000 წლის 1 დეკემბერს ენგელბარტი უამრავი გამოგონებისათვის, მათ შორის მაუსისთვისაც, ტექნოლოგიის ნაციონალური მედლით დაჯილდოვდა (მეცნიერთა უმაღლესი ამერიკული ჯილდო).

კომპიუტერული თაგვი ხშირად იცვლება, მაგრამ ბოლო მათგანის გამოჩენამ არა ერთი ადამიანი გააკვირვა. კომპანია “დენმარკმა” კომპიუტერის თაგვი “აირმაუსი” შექმნა, რომელსაც წინა მოდელებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი მანიპულატორი არ გააჩნია. ახალი მოდელი ხელთათმანის მსგავსად უნდა ჩაიც

ვათ.

თაგვი მაჯასა და ორ თითზე მაგრდება. ეს უკაბელო მოწყობილობა მოძრაობის აღსაქმელად ლაზერს იყენებს და დამუხტვის გარეშე მუშაობა ერთი კვირის მანძილზე შეუძლია. როგორც აცხადებენ, ამჟამად კომპანია უახლესი მაუსის სიჩქარისა და კურსორის მართვის სიზუსტის გაუმჯობესებაზე მუშაობს.

“აირმაუსი” ნახევარი ან ერთი წლის შემდეგ გამოვა გასაყიდად და მისი ღირებულება 129 დოლარი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, გაიყიდება თუ ა

რა მოწყობილობა აშშ–ის საზღვრებგარეთ.

http://www.youtube.com/watch?v=QfyNzIL5HW0